siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-27 - 4:08 PM    
იცი რომელ დღეს მოვკვდები ?! - ყველაზე ლამაზ დღეს,

მე არაფერი არ ვიცი, მე ვიტყვი მხოლოდ ერთს,

იმ ლამაზი დღის ნიავი სიკვდილს დაუქნევს ხელს,

სიკვდილი ჩემთან მოირბენს და გულს ჩამწყვიტავს მე . . .

ვიცი რომ ის დღე იქნება სიცოცხლით სავსე დღე,

ბევრი რაღაცით იხარებს, გული დასწყდება ბევრს,

მე ხომ სიცოცხლე წამართვეს, ხელი უნდობლად მკრეს,

დღეიდან მე ღმერთს ვეკუთვნი, ჩემს თავს მივანდობ ღმერთს.

უკანასკნელად ავხედავ ცაზე მომღიმარ მზეს,

გამიკვირდება - რად ნათობს მზე, როდესაც ვკვდები მე ?!

ალბათ სიკვდილი მირჩია განვლილ ბავშვობის წელს,

მე კი სიცოცხლე მწყურია, მე პატარა ვარ ჯერ . . .

დაკრძალვის დღეს კი იწვიმებს, აღარ იქნება მზე,

პირს შეიკრავენ ღრუბლები, წვიმა მისველებს თმებს,

ცრემლები უხვად მეყრება მარგალიტებად ზედ,

ტირილი მინდა, ვერ ვტირი, რაღაცა მიშლის ხელს . . .

დღეს ჩემს პატარა ჭაღარას მიწა ეყრება ზედ

და სიმარტოვის ბურუსში სავალი მიწევს მე,

საფლავის ქვასთან ნიაღვარს სწრაფად გააქრობს მზე,

ჩემს ზემოთ მიწა გათბება, მე კი ვერ ვითბობ ძვლებს,

გულზე პატარა ჩიორა ფრთხიალებს, თანაც სტვენს . . .

იცი რომელ დღეს მოვკვდები ?! - ყველაზე ლამაზ დღეს !!!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<