დედაჩემს შეჩვევია ჭაღარა, ნაოჭებმა დაუსერეს მამას შუბლი, ოდესღაც ისიც იყო პატარა - ოდესღაც დედაც იყო ბავშვი... ცხოვრებაში ხალხი რაღას არ ითხოვს, მე კი მათზე მიყვარს დარდი... ზოგი ტკივილისგან თავს იხრჩობს, მე კი ბრძოლა მიღირს მათთვის... დედა ვიცი ახლა ლოცულობს - მამა ალბად მიცდის დარდით... ცხოვრებამ სადაც უნდა გამრიყოს - მათი ლოცვის თან დამყვება მადლი... როცა მათ თბილ მზერას ვუყურებ მადლობელი ვარ რომ გავჩნდი... |