siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-25 - 9:59 AM    

ამ გაზაფხულზე ისევ იბარტყა

გრძნეულმა სიტყვამ:

-მე შენ მიყვარხარ!

ზამთრით დაცლილი გულის გოდება

ჰყვავის ატმის და ტყემლის ტოტებად.

-მე შენ მიყვარხარ!

ხსოვნის მიწურთან

აპრილის ღამე შეშარიშურდა.

გახსოვს?ხომ გახსოვს

ქვაზე ბზრიალა

საკინძის ღილმა გაიწკრიალა.

და შენი მკერდის წყვილი ნობათი

მათრობდა სულის ამოხდომამდი.....

-მე შენ მიყვარხარ!

როგორც მიმინო,

შენზე ოცნება ცერზე დაფრინდა.

ასე მგონია მკლავებს გაშლი და

ამოფრინდები ნისლის ქაფიდან....


ამ გაზაფხულზე ისევ იბარტყა,

გრძნეულმა სიტყვამ :

-მე შენ მიყვარხარ!

და სიყვარულით ჯერ აუცრელი

ბაგეზე მოკვდა ვარდის ფურცელი...

სადა ხარ,

აპრილს საით მიარხევ!-

ძახილით ყელი გამოვიღადრე.

საოცარია,

მე რომ მიყვარხარ,

რა მოხდებოდა შენც რომ გიყვარდე!!!!

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<