ფიფქებმა მოსტაცეს ღიმილი ქარბუქებს, ნათლით გაბადრულან თეთრი ყაჩაღები, მზე განრისხებულა ფიფქების ანცობით - აღარ გაგათბობთო ძველი ხელაღებით . . .
ფიფქებს დაავიწყდათ დრო-ჟამის სიავე, ბავშური კისკისით დასდევენ თებერვალს, გამწყრალ მზეს დაცინვით უძღვნიან ამბორებს - არ დაგიბრუნებთო ქარბუქთა ზეცის ვალს . . .
ზამთარი მიმჯდარა ღრუბელთა ბუხართან, მთვლემარე თვალებით აღვიძებს ბუნებას, იას და ენძელას ტრფობას ეფიცება, თვადაც შეიპყრო თებერვლის ცდუნებამ . . .
გაზაფხულს გაუდგავს მიწაში ფესვები, ამაყად დასქერის წარსულთა ბორიალს, სიზმრად დარჩენილი დარდი და ვაერბა ზამთარს უსახსოვრა ფანტასმაგორიად . . . |