siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 10:58 PM    
გესმის?! არ მოვკვდები, არა,
არც შენ განაცვალებ თავს,
გადავალ ქსანსა და არაგვს,
სანთლით ამოვირჩევ ქმარს...
მთელ ფშავ-ხევსურეთში ცნობილს
სხვისგან წყენა რომ არ ახსოვს,
დავტოვებ ქალაქელ დობილთ
და დავესახლები არხოტს...
ისე გავაკვირვებ სოფელს,
საჩვენო ქალ არსო, – თქვას,
გავიჩენ ცხვრებსა და ძროხებს,
ვისწავლი ქსოვას და რთვას...
დილაბნელს არაგვზე ჩავალ,
მოვიტან წყვილ კოკა წყალს,
ქმარს გზას დავულოცავ სავალს,
საძოვრად გავრეკავ ცხვარს...
ძროხებს გავაყოლებ ნახირს,
გავიგებ უმი რძის სუნს,
ჭრელ წინდებს დავუქსოვ ბალღებს,
არცერთსაც არ დავწყვეტ გულს...
საღამოს სახინკლეს მოვზელ,
მოვწველი ძროხას და ცხვარს;
მერე სათიბიდან მოსულს
სასთუმალს დავუგებ ქმარს...
ბუხარში მოვხარშავ ხინკალს,
ის მომთხოვს შინაურ ლუდს,
მივშლი იქვე ცეცხლის პირას,
ბავშვების სასთუმალს ხუთს...
ჩვენ დავლევთ ნახევარ ლიტრას
და არ დავნებდებით ძილს,
ის მეტყვის ორიოდ სიტყვას
ძალიან ნაზსა და თბილს...
მე ის მეყვარება, ვიცი,
არ დავემდურები ბედს,
ჩემი შეშურდება ყველას,
ყველას-შენი ცოლის მეტს...
ისე ვუერთგულებ ქმარ-შვილს,
გულს არ გავაკარებ იჭვს
და შენს მოსახელედ გავზრდი
პირველ თვალხატულა ბიჭს!..
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<