siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 10:26 PM    
ბიჭი ვიყავ მზეპერანგა მოხეთქილი ანგეში,
და იქ სადაც შრიალი და ბინდი იცის წნორებმ
დავინახე ქერა ქალი დალალებს ისწორებდა,
წელს ზევით კი ვარდისფერი ბურუსების ფორები,
წელს ქვევით კი დავინახე ეცვა მხოლოდ მორევი.
ბანაობდა და უკეთესს ქვეყნად რასმე ვნახავდი
წყალს მოჰქონდა ტანის ლანდი როგორც ნისლის ღაღადი
თვრებოდა და ნებივრობდა ჩქერთა ჩქარი ჯირითით
ბროლის მკერდზე დადებული ორადორი ქვირითი,
დამინახა, შეიცხადა, მერე მორევს დანებდა
და მორევიც ბორიალით აყურყუმალავებდა.
გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგოვ საიადონო,
თვალებსა და ხელებს შუა მეხრჩობოდა ბატონო.
ჩქერალებში ჩამავალი მზის შუქივით მიმქრალმა
მკლავთა თეთრი ჩქაფი–ჩქუფით ახლოს არ მიმიკარა
და იქ სადაც ლოდი იწვა წყალი იდგა მომღვრიე
ჩავყვინთე და წელზე ხელი ბადესავით მოვხვიე,
იკივლა და იწიწინა,ჰოი ქალის ბავშვობა
ოღონდ ხელი არ მეხლო და ყაბულს იყო დახრჩობას,
გული თუმცა გული არის, გული მაინც მკერდშია
ახლა მხოლოდ ერთი მსურდა გოგო გადამერჩინა
და ის გოგო გაწუწული,კაპარჩხანა,ქოთქოთა
ნაპირისკენ გულწასული კალმახივით მომქონდა,
გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგოვ საიადონო
კინაღამ არ დამეღუპა ხელებსშუა ბატონო?!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<