siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-25 - 9:44 AM    
დახე, ჩემს თვალებს რა დაემართა -
ყინული ადევს ძველ ზმანებათა,
აორთქლდა ყველა დანაპირები,
სხვა ცა იზიდავს, სხვა ნაპირები.

და ვეჭიდები მე შენს ფალანგებს,
მიყვარხარ ძლიერ.
შენ ეს გადარდებს.
და ზედ გემსხვრევი გაუთავებლად...
როგორ მიყვარხარ,
ჩემო ღვთაებავ!

მხოლოდ ერთ გემოს არ ვეურჩები -
ბაგეს მეხები როცა ტუჩებით.
ერთს ველტვი შორის უამრავ ქართა -
როდესაც შენი ჩრდილია კართან.

და ვეჭიდები მე შენს ფალანგებს,
მიყვარხარ ძლიერ.
შენ ეს გადარდებს.
და ზედ გემსხვრევი გაუთავებლად...
როგორ მიყვარხარ,
ჩემო ღვთაებავ!

შენ - ჩემი კვნესა. მე - შენი ცრემლი...
სანამ სიკვდილის მოგვწვდება ცელი,
კვლავ დასტკბი ჩემი სიცრუის შხამით,
რომ სუნთქვამ შენმა გააქროს ჟამი.

და ვეჭიდები მე შენს ფალანგებს,
მიყვარხარ ძლიერ.
შენ ეს გადარდებს.
და ზედ გემსხვრევი გაუთავებლად...
როგორ მიყვარხარ,
ჩემო ღვთაებავ!

ჩვენს ნაცარს ჩემი დასტირის ფილტვი,
სული კი ლაღი სივრცისკენ ილტვის.
შენი ხმა ქრება და ისუდრება...
ვათვინიერებ თავისუფლებას.

და ვეჭიდები მე შენს ფალანგებს,
მიყვარხარ ძლიერ.
შენ ეს გადარდებს.
და ზედ გემსხვრევი გაუთავებლად...
როგორ მიყვარხარ,
ჩემო ღვთაებავ...

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<