გაბუტულ თვალებს როცა შევხედავ
მაშინ ვხვდები რომ უფრო მიყვარხარ,
მინდა იცოდე, მაგრამ ვერ ვბედავ,
თქმას და სიყვარულს გულში ვინახავ.
წახვალ და ისევ თვალწინ მიდგახარ,
შენგან სიშორეს ვერ ვეგუები,
ისე მიყვარხარ, ისე მიყვარხარ,
აი... სიტყვებით ვერ გეუბნები.
ამ მონატრებით დღეებს ვატარებ,
ისევ შენი ხმა ჩამესმის ყურში.
ვფიქრობ... და ფიქრში რას არ გადარებ
ვფიქრობ და სისხლზე მეტი ხარ გულში |