siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 0:19 AM    
გწამდეს...
გავხდი შენი გრძნობის
ემიგრანტი,
სისხლი ადუღდა და
შეფერადდა,
რადგან იმნაირად
შემიყვარდი,
როგორც -
კვაზიმოდოს ესმერალდა.
მკრთალი ოცნებები
შეიფარე,
დედის საოცარი
სახელი გაქვს,
და მეც იმნაირად
შემიყვარდი,
როგორც ყრმა -
ჟო ფრეის ანჟელიკა.
სრულად ამ ბოლო დროს
ჩემი ხარ და
დღეებს იმედები
მოეფინა,
რადგან იმნაირად
შემიყვარდი,
როგორც -
ნაპოლეონს ჟოზეფინა.
სულში დამწყვდეული
ლეთარგია
დროის სტრიქონებით
ვურიე და
ვიცრე ისეთივე
სიყვარული,
როგორც -
რომეომ და ჯულიეტამ.
ტანმა ჟრუანტელი
შეიფარდა,
ვნებაც სისხლძარღვებში
შეაბიჯებს,
რადგან იმნაირად
შემიყვარდი,
როგორც -
ყმაწვილ
დანტეს ბეატრიჩე.
ვწერ და ვფიქრობ...
ზემოთ ჩამოთვლილებს -
სჭირდათ შეგრძნებათა
ანემია,
მაგრამ
როგორც
მე შენ შემიყვარდი,
ისე
არცერთ მათგანს
ჰყვარებია.
გწამდეს...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<