siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 0:23 AM    
თვალებში ჩარჩენილ ლოდინის ნაკვალევს,
მოვალ და
უტკბილეს კოცნებით გავფანტავ..
შენ კი ჩემს სახეზე და ხელის მტევნებზე..
გულიდან წამოსულ სიყვარულს გაბანტავ.
მაცდური გრძნობებით აღსავსე სხეულით
ვეხები სამყაროს
და მინდა ამ განცდით,
რომ ბოლო მოვუღო საკუთარ ცნობიერს...
შენ მკოცნი ისე,
რომ სუნთქვასაც არ მაცდი..
ფრჩხილით ემოციას ვხატავ შენს ბეჭებზე
მიყვარხარ – ვამბობ
და..
მერე ვჩუმდები..
არ მინდა გაჩერდე, რადგანაც ჩემს ყელზე
ითვლი პულსაციას მხურვალე ტუჩებით..
სურვილით დაცვარულ ჩემს ტანსაც,
თითებით
საკუთრად ინიშნავ უხეში ვნებებით..
გონებას ვაძინებ კოცნის იავნანით
და სუნთქვაშეკრული
შენს მკლავებს ვნებდები..
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<