თუკი ერთგულება არ არსებობს, ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს, შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი, და მას ერთგულება ერქვას.
თუკი უკვდავება არ არსებობს, უფალს შევავედრებ შენს თავს, შევქმნათ საოცარი სიყვარული და მას უკვდავება ერქვას.
არ წამთ სიყვარულის არსებობა, და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას, ჩვენი გულები რომ შევაერთეთ, ამას სიყვარული ერქვას.
თუკი მოკვდავია ყველაფერი, თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს, თუკი დასასრული სიკვდილია, სიკვდილს სილამაზე ერქვას.
თუკი საოცრება არ არსებობს, მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ, შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი და მას საოცრება ერქვას.
გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი. შენთვის ეს მინდოდა მეთქვა: დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება, "თეთრი ღამეები" ერქვას |