რამდენჯერ მთვარიან ღამეში, როს აღარ მასვენებს მე ფიქრთა თარეში, როცა მსურს, ჩაგხედო ეშხიან თვალებში, გინატრებ საამო ნიავად, ან ცისკრის ვარსკვლავის იმედის ციალად. რომ მიალერსებდე კი არა, უკუნს მინათებდე, მიქცევდე მზიანად! რამდენჯერ სევდაში ჩაძირულს, მთვარეს რომ ვუცქერი ცის თაღზე აზიდულს, მგონია ჩემთან ხარ, განწირულს ნაღველი მეცლება, უხარის წამით სულს, ოცნებას გამიკრთობს ბულბული, ცის ნამი მაფხიზლებს და ფოთოლთ ჩურჩული. ნუ დარდობ, ცოდვაა ეგ გული, ის შენი იქნება და შენი ერთგული. რამდენჯერ, რამდენჯერ, რამდენჯერ!..... |