მუხლზე დაცემული ფეხზე წამოვდგები, ძველ წელს გავატან დარდსა და ვარამს, ანგელოზები მეკვლედ შემოვლენ და ანგელოზურად მეტყვიან სალამს. ამ წელს სიყვარულის ღმერთი გამიცინებს, ეს ღამე ლამაზად უნდა გავათენო, გვერდს დამიმშვენებენ ზეცის მოციქულნი, დილით გამიღიმებს მთელი საქართველო. დილით გამიღიმებს მთელი საქართველო, უნდა გამოვცალო სიკეთის ფიალა, წელო ლამაზო და წელო დღენათელო, უნდა მომირჩინო წელს ყველა იარა. მუხლზე დაცემული ფეხზე წამოვდგები, ძველ წელს გავატან დარდსა და ვარამს, ანგელოზები მეკვლედ შემოვლენ და ანგელოზურად მეტყვიან სალამს |