კაცებო,ქალებს გაუფრთხილდით,გული ფიანდაზად გაუშალეთ. შუბლზე გაჩენილი ნაოჭები,ნაზი მოფერებით წაუშალეთ. ქალებს შვლის ნუკრივით მოეფერეთ, მადლი ხელის გულზე მოუყარეთ, ქალებს დაულოცეთ ქალობა და დიდი სიყვარულით მოეფერეთ. თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა,ქალი ათას დარდად გადაგაგცევს, ქალი აგატირებთ,დაგაჩოქებთ,წამოგაყენებთ და ისევ კაცად გაქცევთ. ჰოდა,ამ საუნჯეს გაუფრთხილდით, ჰოდა,ამ საუნჯეს მოეფერეთ. შუბლზე გაჩენილი ნაოჭები,ნაზი მოფერებით წაუშალეთ. |