siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 1:06 AM    
ღმერთო გადმომისხი სისხლი სამელნედან,
ერთი აღსარება დამრჩა დასაწერი,
ჩემი მეგობარი ისე გამემეტა,
მწარე სინანულიც ვეღარ დავაჯერე...

მზეო, შენი სხივი კალმად მომაშველე,
გულზე "მ ა პ ა ტ ი ე" უნდა ამოვიწვა,
იქნებ შეარბილოს მკაცრი განაჩენი,
თორემ უმისობამ წერაც დამავიწყა...

ზღვაო, ერთი ცრემლი ვალად დამაწერე,

თორემ გამომიშრა... სისხლიც, მელანიც და
ნერვებს ვერ ვალაგებ ძვლებზე გადაწელილს,
ყელში მოთმინების ძაფი გადამიწყდა...

ჩემი ოცნებები ვისაც მივაბარე,
ჩემი საიდუმლოს ფარი საიმედო,
ჩემი მზისთვალება, ცელქი მეგობარი,
როგორ გავბედე და როგორ გავიმეტე?!

ყველა საოცარი, ყველა სანატრელი,
ღმერთო, დასაკარგად რატომ დამებედა?!
ერთი ლექსი დამრჩა მარტო დასაცრემლი,
სისხლი გადმომისხი, ღმერთო სამელნედან...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<