წამო, ახლა მინდა ყველა კაპილარი ჩემში არსებული შენში გადმოვნერგო. მინდა შენი გულის ჩემში ფეთქვა ვიგრძნო. შენს სუნთქვას ვუსმენდე მშვიდად, და მოგენდო როგორც არასოდეს არვის მივნდობივარ წამო ლაჟვარდებში... ზეცა გველოდება, (წუთი ჩავლილი ხომ აღარ მეორდება.) წამო, ამკუწე და მერე ამაშენე, ზურგი რომ ვაქციოთ ირგვლივ დანარჩენებს. რადგან უშენობით სულში ვიმარხულე, მაინც ვერ გავბედე და ვერ გინახულე. წამო, გავფრინდეთ და ზეცა გადავლახოთ, სულაკვირტებული ფეთქვა არ გავახმოთ. ისე შევუერთდეთ ლაჟვარდს მოცისფეროს, სულმა შენი სუნთქვა ისევ მოიმღეროს. თუკი სხვისი ხარ და ჩემად მეგულები, რა ვქნა , ამ სისუსტეს ვეღარ ვეგუები. წამო.. |