siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 4:12 AM    
ბავშვმა მამის სიკვდილი ვერ დაიჯერა,
რაკიღა ჯერ კიდევ არ იცოდა,
რა არის სიკვდილი.
გოდება სახლში,
დედის ქვითინი
ჯერ კიდევ არ ნიშნავდა მამის სიკვდილს,
სულაც პირიქით,
ცნობისწადილს უღვიძებდნენ
მათთან, სახლში მოსული სტუმრები
და ქიშმიშიანი ფლავი, ხორციანი...

ლამისაა მოლოდინმა წალეკოს ბავშვი:
დღესაც გვიან დაბრუნდა მამა სამსახურიდან,
მან ცრემლებით ამოავსო მამის არყოფნა,
ის კი ისევ არ მოვიდა მეორე დღესაც,
არც მესამე დღეს...
ბავშვი მაინც ჯიუტად უცდის...

და მგონი, დღეთა სვლასთან ერთად
ბავშვმა გაიგო
რაა სიკვდილი,
ამის შემდგ იგი იტყვის, რომ სიკვდილია,
როდესაც ვინმეს ელოდები, ის კი არ მოდის...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<