siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-27 - 9:10 PM    

დამხატე....

ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს,

შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით,

შემომაძარცვე ეს ავბედი მელანქოლია,

თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს....

დახატე ზეცა....

ოღონდ თეთრი მოსაწყენია,

სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო...

ჩემს ოცნებებში სალოცავებს სანთლის

ფერი აქვს,

დახატე სივრცე,

ოღონდ ლურჯი აღარ დახატო...

მე აღარ მინდა

შემოდგომით ოლთა ცვენა.

იქნებ,მიმოზა დამიხატო სადაფისფერი...

ოღონდ ზამთარი?-მე არ მახსოვს...

ეს იყო ძველად...

შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი...

დახატე მიწა

და მზის აკვნად აქციე თოვლი...

ყველა სურვილი დასაწყისში ასე მუნჯია...

ზღვაც დამიხატე...ოღონდ მწვანე

ისე ვით მოლი.

მერე,რა მოხდა ცხოვრებაში თუ ის

ის ლურჯია.

დახატე ქალი....

საქალეთი შეცვალე-თუ გძულს

უყოველგვარო დამცირებით,

უმასკარადოდ....

ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე

თუ გსურს,

ოღონდაც ქალი არ დახატო

უმამაკაცოდ.....

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<