ზღვის ტალღებს წავართვი ხმაური, სილაში ვიპოვე სიმშვიდე, წყლის ქაფი სიყვარულს მახსენებს და მეც კვლავ ვიხსენებ სიგიჟეს... უცნაურ ქალაქში დავდივარ, დავდივარ და ჩუმად დაგეძებ, სევდიან ქუჩებში საირულს ვეჩვევი და თვალებს ვაცეცებ... მერე დრო გახდება ეული, ფიქრში ჩამოცხება აგვისტოც, სიყვარულს არ უნდა თამაში, თვალებს მზის სხივებიც გაგითბობს... ზღვისპირა კაფეში სიარულს ვეჩვევი, ისე ვით სიგარას, შენს სახეს ტალღებში დავეძებ და ნაპოვნს სილაში დავმალავ... ზღვის ტალღებს წავართვი ხმაური, სილაში ვიპოვე სიმშვიდე, წყლის ქაფი სიყვარულს მახსენებს და მეც კვლავ ვიხსენებ სიგიჟეს... |