გამუდმებულმა მორალის ქადაგმასამყარო უკუნით მორევში გახვია..
ქვეყნიერება მანკიერებით
უგზო-უკვალო აჩრდილად აქცია..
კითხვა_ მრავალმხრივი,
მრავალ აზრობრივი
განკიცხვის, კრიტიკის
ქარცეცხლში "აგდია"..
უსულოდ შთენილი ეს "საფრთხობელები"
ყელმოღერებით ამაყად დადიან..
დღეს ქალწულს ჩააცვეს მეძავის სამოსი
კახპები ქუჩებში ამაყად დადიან..!
მიწას გაუტოლეს ოდეს მისგან ქმნილი
სახოტბოდ ქცეული სიწმინდის მანტია,
ერთურთს აურიეს სიწმინდე ღირსება,
ეს გრძნობა დღეს უკვე არავის არგია...
დღეს უკვე ღირსებაც იცვლება გროშებზე
პატიოსნებას კი "სირცხვილის" ფასი აქვს...
ბინძური ცოდვები გაგრაგნეს დამალეს,
დილის მზის ნათელი სხივი რომ არ ახლდეს...
დაკარდა ყოველმა სიწმინდემ ძალა,
მეძავმა მზის სხივზე დაიწყო გავლა...!