მიყვარხარ... და მაინც
გეტყვი რომ მშვიდობით...
წავედი ოცნებაც მიმაქვს,
ოცნება რომელიც შენთვის სულ არაფრად
ჩემთვის კი ბევრ რამედ ღირდა,
ოცნებას რომელსაც ვატარებ დღე და ღამ
ოცნება რომელიც მინდა,
მაგრამ არა მაქვს უფლება ოცნების
რადგან შენ ასე გინდა,
წავედი თან მიმაქვს მე ჩემი ფიქრები
წავედი... სიმშვიდე მინდა,
თითქოსდა მივდივარ, თითქოსდა გშორდები
ცრემლები არაფრად ღირდა,
მიყვარხარ... და მაინც
გეტყვი რომ მშვიდობით...
მშვიდობით შენ ასე გინდა,
ოღონდაც შენს სახეს ვხედავდე ბედნიერს
მე სხვა არაფერი მინდა....