,,ჩუმად ჩნდებიან შუბლზე შრეები
- დრომ ერთი სევდაც არ მაპატია,
ბორგავენ, როგორც მდინარეები
და შფოთიანი წლები გადიან.
მე ისევ ხვალის იმედით ვცოცხლობ,
ჯერ არაფერი არ მაბადია,
შორი ვარსკვლავი მინათებს მხოლოდ
და ულმობელი წლები გადიან...
შენ, თავო ჩემო, ნუ ფანტავ წამებს
და იშრიალე, როგორც გწადია,
თორემ სულ მალე დადგება ღამე,
შენც დადუმდები... წლები გადიან." |