siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 2:40 AM    
siyvaruli.in
მაღალ ტატნობზე დგას ეკლესია,
იქ ერთი მღვდელი აღავლენს წირვას.
მას თავის ტკივილზე არც უკვნესია,
ის თავის ყოფას ქვეყანას წირავს.
მოსილი რწმენით და სასოებით,
ის ცად მაღლდება უხილავ გზებით.
საუბრობს უფალთან განმარტოებით,
საუბრობს ცოცხლათა ტკივილის ხმებით.
-უცნობი გზები შენსკენ სავალი,
გოლგოთის გზაა იქნებ ნაცნობი?
თუ არ ვიგემეთ ტანჯვა მრავალი,
სული ვერ გახდება ისე ნაწრთობი?
ნუთუ ცხოვრება ეს ის ცეცხლია,
რომელშიც უკვდავი სული იწრთობა?
ნუთუ ცხოვრება ჯოჯოხეთია,
რომელიც ასე ძნელად ითმობა?
-უკვდავ სიცოცხლის მოგეცათ მადლი,
გზაც აირჩით, თქვენი ნებაა.
თუ კი ჯოჯოხეთს ცხოვრებას ადრით,
იცოდეთ; ჩემი გზა მოთმინებაა.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<