ამინთე შუქი, სიბნელეა ცოდვათა შინა, ამინთე შუქი, დაგანახო ჩემი ცრემლები, მე ცხედარი ვარ, ბნელ ოთახში ღრმა ძილით მძინავს, მე ცხედარი ვარ, ჩარჩენილი ცოდვის კედლებში...
ამინთე შუქი, დაგანახო შეშლილი სევდა, ამინთე შუქი, სინანულით გავხსნა თვალები, იქნებ შევიცნო სურნელება ღვთაებრივ ფერთა, იქნებ შევიგრძნო სიხარული ჯვარზე წამების... |