|
ბავშვი, რომელიც დედამიწაზე მოსავლენად ემზადება, ღმერთს ეკითხება:
- უფალო, მითხრეს რომ მალე დედამიწაზე უნდა მოვევლინო, მაგრამ მე, ასეთმა პატარამ და უმწეომ იქ როგორ უნდა ვიცხოვრო ?
-ყველა
ანგელოზთა შორის შენთვის ერთი ამოვარჩიე. ის შენ გელის, შენზეიზრუნებს და
დაგიცავს. ანგელოზი ყოველდღე გიმღერებს და გაგიღიმებს.ამგვარად შენ მის
სიყვარულს შეიგრძნობ და ბედნიერი იქნები.
- კეთილი. ენა რომ არ ვიცი, ადამიანების ნათქვამს როგორ გავიგებ ?
- დედამიწაზე რაც კი ლამაზი და ტკბილი სიტყვებია, ანგელოზი დიდი სიყვარულით შეგასწავლის.
- კეთილი უფალო. შენთან საუბარი რომ მომინდეს, როგორ მოვიქცე ?
- ანგელოზი პირჯვარს გარდაგსახავს და ლოცვას გასწავლის.
- გავიგე, რომ დედამიწაზე ცუდი ადამიანებიც ყოფილან, მე ვინ დამიცავს ?
- ანგელოზი თავის სიცოცხლესაც კი გასწირავს შენს დასაცავად.
- მე ძალიან ვწუხვარ, რომ ვეღარ გნახავ...
- ანგელოზი გამუდმებით გესაუბრება ჩემზე და ჩემსკენ მომავალ გზას გიჩვენებს.
ამდროს
სამოთხეში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. დედამიწიდან გამოსული ხმებისამოთხეს
სწვდებოდა. პატარა მიხვდა, რომ წასვლის დროა და ბოლო შეკითხვასუსვამს
უფალს:
- უფალო, თუ უკვე მოვიდა ჩემი წასვლის დრო, სწრაფად მითხარი, რა ჰქვია ჩემს ანგელოზს ?
- მისი სახელი საჭირო არ არის, შენ მას დედას დაუძახებ |