siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-24 - 9:05 PM    
სიკვდილს სურს, ჭაბუკს სახე დამღადროს,
მითხრას: - დღეიდან ჩემი იქნები.
შენ მაშინ მოხვალ, მაგრამ რაღა დროს, -
სათქმელი უკვე აღარ ვიქნები.
სულითხორცამდე როცა შემიცნობ,
როდესაც შეწყვეტს ფეთქვას ეს გული.
შენ მაშინ მოხვალ, მაშინ შეიგრძნობ, -
რომ ხარ უზომოდ შეყვარებული.
ტრფობის მომთმენი აბა ვინ არი?!
მეც დავმარცხდი და... უკვე ვეცემი.
შენ მაშინ მოხვალ, მოუსვენარი,
გვამად როდესაც გადავიქცევი.
როცა ჩამდებენ შავ-ბნელ კუბოში,
ზედ დამაყრიან ცრემლებს ქალები.
შენ მაშინ მოხვალ, და მხოლოდ მაშინ,
ატირდებიან შენი თვალები.
როცა ყოველი ჩაქრება ჩემში,
როს ვიგრძნობ გრილი მიწის სიამეს.
შენ მაშინ მოხვალ მიხაკით ხელში,
და ინანებ, რომ დააგვიანე.
მარტოდ დარჩენილ ჩემს სასაფლაოს
როცა დაათოვს ცივი ფიფქები.
შენ მაშინ მოხვალ; ჰო, მაშინ მოხვალ,
მაგრამ ამ ქვეყნად აღარ ვიქნები.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<