შენ რომ გხედავ, ჩემო კარგო, თავი ბავშვი მგონია, ისე დავქრი ოცნებებით ცაში როგორც თოლია; ამ ცხოვრებამ ნება--ნება სად არ წამიყოლია, მამღერა და მახალისა, ზოგჯერ დარდიც მქონია..... ეჰ, რამდენი ქარ--ცეცხლი თავზე გადამხდომია, მონატრება თან დამქონდა, არსად დამიტოვია..... რა ვუყოთ,რომ ფანტელებს თმებში დაუთოვია,-- ,,გული არა ბერდებაო!..'' ასე გამიგონია... მოდი, დავსხდეთ--გამოვცალოთ, ღვინით სავსე ფიალა, დრო წავიდა ჩემო კარგო, სიყვარული კი არა?! |