თითქოს დაჩხვლიტეს გული ნემსებით, ვისზე ოცნებობ მე დღეს ვინ მკითხვას, ცეცხლს წავაკითხე შენზე ლექსები, რომლებიც შენთვის არ წამიკითხავს... თითქოს დამაწვა გულზე ლოდი და, მზეს გადეფარა როცა ღრუბლის ფრთა, - მივხვდი, - ამაოდ მოგელოდი და ცა ოქროსფერი გაალუბლისფრდა... გამიცივდი და გამიმყინვარდი, არ ვიცი გული ასე სტირის რად? რა მსუბუქია სიტყვა "მიყვარდი" და რა მძიმეა სიტყვა "მტკივიხარ".... |