ალბათ ოცნება შორით წამიყვანს
და თვალთა ცქერას ვეღარ გავუძლებ
დაემსგავსება ეს გრძნობა მიზანს
და სამარემდე არ მომასვენებს ღამეა ახლა ვწუხ მომავალზე
ზამთრის სიცივე თავზე მადგება
რად მინდა ჩუმი ფიქრები შენზე
თუ ბედისწერა ჩემთან არ დგება
და ისევ ისე ანათებს მთვარე
მაგრამ ეს მთვარე უფრო ნაზია
და შენი სახე ოცნებით მდარე
და იმედების ბოლო დარია...
გაიფანტება ოცნება ქარში
და შენი სახე გაჩნდება მკრთალი
მე ჩავიხედავ ჩემს ცოდვილ სულში
და გავუყვები ძველ ქუჩებს მთვრალი
ალბათ ნაცნობი ხალხი შემხვდება
ალბათ იქ სადღაც მელოდებიან
მაგრამ არ მოვა შენთან ვედრება
რომელიც ასე ნაღვლიანია...
და ისევ ქარმა და ისევ ქარმა
მე გამიფანტა ოცნება მკრტალი
და ისევ ქალმა და ისევ ქალმა
გადამაქცია მე გრძნობით მთვრალი