siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2025-06-29 - 9:53 PM    
siyvaruli.in
დაღამდა...
ისევ ფრთა გაშალეს ღამის ფიქრებმა,
სულების აჩრდილს თან მიჰყვება
ძველი დიდება,
ახლა, როდესაც ბნელ ღამეში
შენზე ფიქრს ვეტრფი,
მე მახსენდება შენი კოცნა
საფლავის გვერდით...
იყო ნაძვები და ეყარა ყვავების ძვლები;
საფლავის ბორცვებს კვლავ ეფარა
ყვავილის მთები
და იდუმალი ყავისფერი საფლავის გვერდით,
შენი სხეული,
შენი მკერდი
და ცხელი ყელი...
აჩქარებული გულის ცემა
მხურვალე ფეთქვით,
უნაზეს შენი ვნებიანი სხეულით მეკვრი,
მაშინ როდესაც უხმოდ სძინავთ
აჩრდილებს მკვდრების,
მე შენმა კოცნამ გამიმხილა ოცნება ჩემი!
ყოველთვის,
როცა მარტო ვრჩები ფიქრების ტევრში,
მე მახსენდება სასაფლაო
და კოცნა შენი...
ვიცი შენთვისაც დიდებული იყო ის ცეცხლი,
მე რომ დაგინთე სასაფლაოს ნესტიან ფერფლში.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<