|
ამ ლექსს კითხულობ და შიში გიპყრობს, კარს უკან სხედან შენი ცოდვები! და ამ ცოდვების კივილი გიხმობს... შენ თვალს მოადგა უჩუმრად ცრემლი, ცრემლი წმინდა და ცრემლი ცოდვილი! ერთი წარსულისს სინდისს გადმოჰყვა, მეორე კიდევ მომავლის შიში, შიში, რომელიც სულ თან დაგყვება! და შენც თუ უმალ არ შეწყვეტ ტირილს, სამარადისოდ გიპყრობს ბოროტი... და შენ ვერ ხედავ ახლობლის ხელებს, რომლებიც მუდან შენ გაგამხბევებს... შენ ახლა ბრმაც ხარ, ყრუც და ბოროტიც! ბრმა კი ხარ, მაგრამ სხვის ცოდვებს ხედავ, შენი კი სადღაც, შორს გადამალე! ბოროტი არ ხარ! შენ გინდა ასე... რომ არ მოვიდე, არ შეგაწუხო... სიმართლეს ითხოვ, სანაცვლოდ გასცემ?! შენი ცოდვების კაკუნი გესმის, კარს სწრაფად კეტავ და იმალები... მინდა იცოდე, ვერ გაექცევი! აიგე ხმალი და შეებრძოლე! დასძლიე შიში, სიმართლის რისხვა... მზე შენც განათებს და აღარ გცივა... მარადიული არაფერია, ინგრევა, მაგრამ ვაშენებთ ახალს! და ეს სიახლე შენია მარად, ნუღარ იტირებ იმ ძველის გამო! ვერ შეცვლი წარსულს, მაგრამ მომავალს... თუ ააშენებ, ნუღარ დაანგრევ! სიმართლის სვეტებს და სითბოს თაღებს... მე ვერ გაჩუქებ, მაგრამ შენ შეძლებ! შესძლებ, რომ ისევ იღიმო მუდამ! კარს უკან ცოდვა დაადნო სითბომ, შენმა სხივებმა სძლია მათ რისხვას! |