siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 6:46 AM    
siyvaruli.in
ერი თუ ბერი,მსახური ღმერთის,
ცისა და მიწის უაზრო მსხვერპლი,
არ მინდა ვიყოთ ამაყი ერი,
ერი ამაყი, არაფრის მთქმელი!

დღედაღამ ვფიქრობ,სიზმარშიც ვფხიზლობ,
ჭეშმარიტებას არა აქვს სიტკბო,
ვინ ვართ,რა გვინდა,მომავალს ვისპობთ,
ჩვენივე ხელით კუბოებს ვიწყობთ!

იმის მაგივრად,რომ ჩვენი ბედი,
ჩვენ თვითონ შევქმნათ და ჩვენი ხელით,
დიპლომატები დარბიან ხვეწნით,
ჩამოეწელათ ღაბაბი წელვით!

დრო აღარა გვაქვს,ბნელდება,ვკვდებით,
მაღალფარდოვან სიტყვების მტვერში,
ერთიანობა,თავისუფლება,ძმობა აფხაზის,ოსის და ჩვენი...
-ღმერთი აღარ გწამთ?! თუმც როდის გწამდათ?!
ურცხვად გვატყუებთ,მერე კი გლანძღავთ!...

"ჩარეცხილებო" აღარ ხართ,სად ხართ,
ერი გეძახით,თქვენ კი არ ჩანხართ...
ნუთუ შეშინდით,აღარ გაქვთ ძალა
და მართლა იყრით ყვერებში მახათს?!

ხალხი შეშინდა,დალაჩრდა,წახდა,
აწმყოს ვიღუპავთ,მომავლის რა ვთქვა...
მღვდელი "კაჩაობს",უყვირის მავანს,
მრევლი აბარევს ყოველთვე "თავანს"!

შენ რა გაცინებს,არც იცი რა თქვა,
თუმც ჩემზე იტყვი,-ქართველ ერს გვლანძღავს!...
რა ერს,რის ქართველს,სადღაა გაქრა,
ბოღმამ დაახრჩო ან ეშმაკს გაჰყვა!

კაცმა არ იცის,სად,როდის,რა თქვას,
დედას აგინებს,თვის გამზრდელს ლანძღავს,
ქუჩაში გამვლელს,გამვლელი ჰბაძავს,
პიჯვარს იწერენ,თუმცა კი არ სწამთ!

რატომ გაჩუმდით,თავს ხომ თვლით მართალს,
თუმს გეშინიათ,ვერ იტყვით მართლად,
თუ კაცობაა დღეს დედის ლანძღვა,
მითხარით ვინმემ,მითხარით რა ვქნა?!

ბოლოს კი დავწერ ჩემს აზრს და ნათქვამს,
აი ესაა დღეს ქართლის ტანჯვა,
პირჯვრის დაწერას და დედის ლანძღვას,
მოდად რომ აქცევთ აქ მეტი რა ვთქვა?!

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<