siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 6:48 AM    
siyvaruli.in
ყვითელი ქვიშის სანაპიროზე გოგონა ცეკვავს,
თეთრი მანდილი უხერხულად ეხვევა ტანზე...
სუსტი ნიავი ნაპირიდან ცელოფნებს ხვეტავს,
გოგონას გულის მოსაგებად,
მზად,
შეტევაზე.
ყვითელი ქვიშის ნაპირები ლურჯ ზღვას უხდება,
თეთრი მანდილი ეფერება გოგონას თეძოს,
სამალავიდან გამოსვლა კი ბიჭს არ უნდება,
გოგონას სხვა რომ ,,ააწაპნის" ამას კი ვერ გრძნობს...
უცხო ყმაწვილი დამშეული მზერით ჩერდება,
ყვითელ ქვიშაზე მოცურავე გოგონას უმზერს,
ეს დაინახა ბიჭმა, მაგრამ მაინც ვერ დგება,
რადგან მაჯაზე სიმორცხვე და კომპლექსი უჭერს...
უცხო ყმაწვილმა უკვე ცეცხლი შეუნთო მირაჟს,
მორცხვი გოგონა მოაწყვიტა მხურვალე ცეკვას,
შემოუღობა გონება და პლიუს გასცდა ტირაჟს,
ბიჭმა ვერ იქნა, ვერ გაბედა რამე რომ ეთქვა...
წაართვეს გოგო ოცნების...
და ვგრძნობ რომ არ მეოცება...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<