siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 7:10 AM    
ორთავ მუხლზე დაჩოქილი, როგორც შველი,
წამომდგარი თითქოს ცხრავე სამარით,
ხატების წინ ლოცულობდა ფეხშიშველი,
საქართველოს დედოფალი თამარი.

ალმოდებულ მიწას ენთო ჯრუანტელი,
ნაქანდაკარ, ბროლის თითთა შეხებით,
მის წყნარ მზერას მოსცვივოდა მზის ფანტელი,
გარეთ მისებრ ჩურჩულებდნენ ვერხვები...

წელს რომ ერტყა, ეს არ იყო სხვა სარტყელი,
ერტყა ზეცის შვიდი ფერის ქამარი,
მტრედის ღუღუნს გამოსცემდა თეთრი ყელი,
საქართველოს ავედრებდა თამარი...

ზართა გუგუნს კვლავ ისმენდა მთა და ველი;
და ლოცვებში იყო ერთი სურვილი,
იქვე იდგა სიბრძნის წიგნით რუსთაველი,
გაუმხელი, დაფარული წყურვილით.

მათი ლოცვით იხსნებოდნენ გუმბათები;
და ხატებიც ერთგულბას ფიცავდნენ,
ირგვლივ იდგნენ დევებივით ლურჯი მთები,
საქართველოს მზიან დღეებს იცავდნენ.

ოდეს ლოცვა დაამთავრა დედოფალმა-
მტრედებივით აფათქუნდნენ დროშები,
რვაასი წლის ცა გადახსნა იმ ღმერთქალმა;
და ტაძარში დარჩა ოქროს ქოშები...

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<