გიყვარდეს სანამ შენც უყვარხარ ამ ქვეყნად ვინმეს, სანამ მაისის ყვავილებით დღეა გამთბარი, სანამ ჯერ კიდევ მოსვლის პირი არ უჩანთ ყინვებს და სილამაზეს არ ეწვია შენსას ზამთარი. გიყვარდეს, სანამ შეგიძლია კიდევ გაფურჩქვნა, როგორც ნაზ ყვავილს, მზის ამოსვლა დღეს რომ აუწყო, გიყვარდეს სანამ სილამაზე თვალს არ დაუჭკნა და შუბს ნაოჭით გადახაზვა დრომ არ დაუწყო. ხომ იცი აისს თან მოჰყვება მუდამ დაისი, |