siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-24 - 5:47 AM    
siyvaruli.in
მეგონა,გაექეცი ჟღალისფერ სიზმარს,
მეგონა, შეიცანი სხივები მზისა,
გული კი მაინც, რატომღაც თრთის და-
თურმე დაუჭრიხარ შხამიან ისარს...

მე არ ვუსმენდი ცხოვრების მისანს
და ჭეშმარიტად ვებრძოდი სიტყვას,
თემიდას სიტყვას და დიკეს რისხვას,
ამ ოცნებების ვარდისფერ გრიგალს.

ყურში ჩაგესმა პეითოს გმინვა
და მაშინ დადე ჰორკოსი წმინდა,
რომ შეებრძოდი სიცრუეს მცინარს
ამ ერთი ბეწო ცხოვრების ტირანს!

გაისმებოდა ეპინიკია...
ჩვენი ცხოვრება ბევრი ფიქრია,
ზოგი მცირეა,
ზოგი დიდია,
ბევრი სწორია, ბევრიც ფლიდია,

მაგრამ გაისმა აილინოსი,
და შენც აბღავლდი როგორც ნილოსი,
როგორც ფერები კედლის ტილოსი,
ამოიმართა შენს წინ ბურუსი

და სიბნელეში დაძრწოდი მარტო,
მხოლოდ გრძნობები დაგირჩა მთელი,
ადამიანნო! ვერ ხედავთ როგორ,
რად გადაიქცა სიმართლის მხსნელი?!

როგორც ობობამ პეპელა ქსელში,
ისე ჩაგიგდო სიცრუემ მძევლად
და გადაგაგდო ჰადესის ბნელში,
მე შენ დაგღვარე ვერცხლისფერ ცრემლად...

შენ ჩემი ფიქრი წაიგე მცველად,
სიცრუის გვემად,
სიცოცხლის ფერად,
სანთელი იწვის,
სანთელი ქრება...

მსურს, რომ გავექცე სიცრუის გრიგალს,
ღვინისფერ სიზმარს,
ცხოვრების მისანს...

შენ დაუჭრიხარ შხამიან ისარს!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<