|
რომ დადგებოდა ჟამი ჩვენი კვლავ შეხვედრისა რომ შენში ისევ გამაოცებს ჩემი დანახვა რომ სამუდამოდ დაიხსომებ იმ წამის ხმაურს რომ ჩემთვის ისევ გაიმეტებ წუთს საათიანს რომ თვალი მაშინ მოტყებით არ ატირდება რომ შენი მზერა სიყვარულის იქნება შვილი რომ ჩემი სუნთქვა შენთვის იფრენს იმ ხიდის მიღმა რომ შენი ხმა მივიწყებულ დღეებში მქრალი რომ საუკუნის წინაშე მქონდა ყურებში მთვრალი რომ ჩემთვის იტყვი რაღაც სიტყვას, თუნდაც უაზროს რომ შენ არ მოგთხოვ სიტყვას მხოლოდ ძლიერ აზრიანს რომ ორი წუთი ათასწლეულს დაემსგავსება რომ მოგინდება ჩემი ნახვა კვლავაც ძალიან რომ ჩამაფიქრებს ეს სურვილი და ამატირებს რომ ამ ცრემლებით გაიზრდება დღე უსაშველოდ რომ დამირეკავ მაშინ, როცა აღარ გიტირებ რომ კითხვა ახლა უადგილო იქნება ალბათ რომ ჩვენ კვლავ რატომ შევხვდით მაშინ, ზაფხულის ღამეს? რომ მოგონება ორწლიანი სახეიცვლება რომ სევდიანი წლები წუთად გადაიქცევა რომ თითქოს მხოლოდ გუშინ გნაზე და დღესაც გხედავ რომ ჩემი ორი საყვარელი შენი თვალი კვლავ მენატრება რომ მათი მზერა მწველი იყო ყოველთვის ჩემთვის რომ მხიარული შევეცდები რომ მოგეჩვენო რომ ბედნიერი მაინც დავრჩი, შენ კი არ გერჩი რომ სიყვარული მე ვიცოდი მარადიული რომ ამ გრძნობისთვის, დამიჯერე, შენ მაინც ღირდი რომ დაფასება ვერ შეძელი და ახლა იცი რომ დაკარგულის შეფასება ყოფილა ძვირი რომ თუ სიკვდილი გამიტაცებს ესოდენ მწირი რომ უკვდავებას მივაბარებ მე ჩემს სიყვარულს რომ ის შეგხვდება როცა მარტო დარჩები შენში რომ მას მიენდე ცხოვრებაში, თუნდ კიდევ შიშით რომ ის გადმოგცემს ჩემს სიყვარულს და დამშვიდდები რომ შენ შეიგრძნობ სუნთქვას ჩემსას, შორეულს, დაღლილს რომ ამ სუნთქვაში შენი, ჩემი ყველა ერთია რომ შენ იქნები ბედნიერი, მე შევსვამ ჭიქას რომ ანგელოზად გადვიქცევი და შენს მფარველად რომ მარტოობამ გაგრძნობინოს, რომ შენთან მეც ვარ რომ სიცოცხლეში მიტოვებულ პატარა გოგოს რომ ანგელოზად გადაქცევა დაჰბედებია . . . . |