დღეს დავსრულდები შენს ფიქრებში უცხო ფილმივით,
უფიფქო თოვად, ჯერ არნაწერ ფოლიანტებად...
შენ წამილეკავ ყველა სტრიქონს ზღვის ნაპირივით
და ფრთხილად დაჭრი ჩვენს სიყვარულს კინოკადრებად.
ყოველდღე ვცდილობ, უშენობა ვისუნთქო მშვიდად,
შენი სამყოფის ციდან წასვლას თუ მაპატიებ,
მე ყველას ვეტყვი, რომ სამყარო სულ შენთვის მინდა
და ყველას ტკივილს წამოვისხამ მხრებზე მანტიად. |