siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 7:21 PM    
siyvaruli.in
თვალის გახელის გეშინია ყველა დილიდან.
არცერთ საღამოს არ იჯერებ დღისით მოსმენილს.
გამოიგონე რეალობა უფრო დიდი და
მერე გაბედავ,სულ ახალით შეიმოსები!

ვეღარ იჯერებ მოგონილი ცრუ იმედების.
გული დაგწყდება თუ არასდროს არ მოგიგონებს.
ტკივილს დროულად დაივიწყებ კვლავ,იმედოვნებ
ყველა ეპიზოდს სათითაოდ გამოიგონებ!

ვერ უღალატე ვერც ფეთქებად ხასიათს,შენსას,
გეგონა თითქოს ყველაფერი იყო მარტივად.
მწარედ მოტყუვდი,ჯებირები ისევ აშენდა
რომლის ნგრევასაც გაბედავ და იწყებ თავიდან.

ალბათ ყველასგან არ იქნები განსხვავებული,
არ დაგიჯერეს, ან მაინც რომ,არ მოეწონათ.
ან ყველაფერის გააკეთე უკვე კრებული
შენი გრძნობების და შავებში გამოეწყობა.

საკუთარ თავთან იკეტები მერე შინაგან
წესებს დაარღვევ,რომ აყვები ასეთ თამაშებს.
არ დაწყებული სიყვარულის შეგეშინდა და
ამ გრძნობის ნაცვლად მეგობრობა შემოგთავაზეს!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<