siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 3:14 PM    
siyvaruli.in
გაწყენინე... და შენს სახეს რისხვა ფარავს,
მგონი აღარ შეგიძლია პატიება,
ერთადა ვართ, მაგრამ უკვე ისე ვსხედვართ
ჩხუბის შემდეგ რომ იციან პაწიებმა.
თვალზე მომდგარ ცრემლებს უკვე ვერ ვიკავებ,
შენც კაცური ბოღმა ყელში გაგჩხერია,
ვფიქრობთ, ვდაობთ და მაინც ვერ გადავწყვიტეთ
ჩვენ ორს შორის სულ მართალი რომელია.
დღეს აზრებით სასიკვდილოდ შევეჯახეთ,
და შენ უკან ვაჟკაცურად დაიხიე,
ამ დათმობით, სინანულის მძიმე გრძნობა
უკურნებლად გულზე დარდად მომახვიე.
თუმც უშენოდ ეს სამყაროც არად მიღირს,
გადავწყვიტე სამუდამოდ გაგეცალო,
როგორც სხვა დროს, ახლაც გეყოს ვაჟკაცობა
ეს გაქცევა სიყვარულად ჩამითვალო....
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<