ერთხელ მახსოვს თოვდა,ფანტელები თეთრი.მიმოწერა გვქონდა,წერილს ახლაც ვეტრფი.ღამეს ფხიზლად ვათევ,დარდი მახრჩობს ყელში.გულში ვეღარ გატევ,ვეღარც მუჭში,ხელში.დამებინდა გონი,აღარაფრის მჯერა.შემიყვარდი მგონი,ამას ატყობს ყველა.შენეული სუნთქვა,შორ ფიქრებში თვლემა.მძიმე ამოსუნთქვა,ხშირი გულის ცემა. ღამის სინანული,ტვინში მწარე სენი.ხვალ კი - სიხარული,კიდევ ნახვა შენი. |