შენ ვერც კი ატყობ რა მძიმეა დღეს ხვედრი ჩემი, რა მრუდე არის გასავლელი ცხოვრების გზები, რა ძნელი არის უშენობით ტანჯვა, წამება. დაუვიწყარი, წარუშლელი შენი ზმანება.
მინდა მოგიხმო გულში ჩუმად შემოგაფრინო, ფერს ნუ შეიცვლი, იყავ თეთრი, ჩემო მანდილო. როცა გელოდი სიყვარულით განათებული ო, სწორედ მაშინ მიწაზე დამეც, განაგდე გული.
სწორედ მე ვიყავ ის პირველი შენს ზეთს ცხებული, შენს სიყვარულში დაჭრილი და ბევრჯერ ვნებული. სწორედ მე ვიყავ ვინც ჩაგტია დღე და ღამეში, გულთან მიგიშვა, დაგაბინავა, ტკბილ სავანეში.
და მე ფრთად დაჭრილს, როცა მეტყვი კვლავ მოვფრინდები, თუნდაც დღეიდან უკუნისამდე არ მომწყინდები. როცა ინატრებ მხოლოდ მაშინ შენად ვიქცევი, შენთვის ვიცოცხლებ, გაგიხდები წამის ფიქრები.
ოღონდ ინატრე, ჩემი თმების ქარში შრიალი. მწვანე მდელოზე ჩემთან ერთად გრძნობებში ტრიალი. ოღონდ ინატრე და მოგივლენ ზეციდან წვიმას. ოღონდ ინატრე, ოღონდ ინატრე და მე გაგათბობ ყოველთვის მცივანს. დამეპკურე, გულზე გადამეფინე. მომიფრთხილდი, ცოცხალი ვარ ჯერ კიდევ!… |