ცრემლებით დავიბან დღეს სხეულს. ღიმილი მინდა მე სნეულს. ღრუბლებში შენთან ნავარდი. როგორ მითხარი:”ნახვამდის!”
ტკბილია შენზე ფიქრები. საფლავშიც მარტო ვიქნები. არავინ აღარ მიტირებს. უსიყვარულოდ ვიძინებ.
როგორ მითხარი:”წავედი!” რაღას მიმზადებს აწ ბედი? როგორ მითხარი:”მომბეზრდი, ახლა სხვის მინდა მოლბერტი,
სხვა რომ ავავსო სიტყვებით, სხვით დავიღამო სიზმრები, სხვისი მშვენება მოვხატო, ია-ვარდებით მოვქარგო.”
როგორ მითხარი:”გშორდები!” ნუთუ მიწასთან ვსწორდები? სხვისი გსურს ახლა ალერსი, მწყურია გემო ბაგესი.
როგორ მითხარი:”გრძნობები? გრძნობები არის თამაში. უჩემოდ ნუთუ მოკვდები? დამნაშავე ვარ ამაში?
როგორ მითხარი:”ცრემლები? თავს რომ მაცოდებ მე ვხვდები, ვერასდროს დაგიბრუნდები. შენს გრძნობაში კი ვრწმუნდები.
მარადიული სიყვარული გითხრა ვინ? მშვიდობით, კარგად იყავი, მიყვარ-დი!” |