siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 4:06 PM    
siyvaruli.in
მე შენ მჭირდები,

ჩემი სული ღატაკია - ლოცვის გარეშე,

არარაობა . . .

შარაგზაზე მიყრილი მტვერი . . .

ძეო ღვთისაო,

მხოლოდ შენით შევიცანი - ჩემი "რაობა",

შენს კალთას მიკრულს

ვერ დამაკლებს ვერაფერს მტერი.

არა ვარ ღირსი,

ჩვილი ბავშვივით აყვანილი მატარო ხელით,

მაგრამ ნურც ისე მომიძაგებ,

ეშმა დამლახვრავს.

თან გამოგყვები,

ვით უღირსი, უძღები შვილი,

ისე, ვით მტვერი მიეკვრება

გზაზე ქალამანს.

მე შენ მჭირდები,

ჩემი სული ღატაკია ლოცვის გარეშე,

შეუმოსავი . . .

ჰოი, უფალო

გთხოვ, გამიყოლო საუკუნო სავალ ბილიკზე

ცოდვით მმოსავი

თუ განმერიდე,

ვიცი, სულიც განმიდგება,

სხეულს დატოვებს . . .

ძეო ღვთისაო,

მე ხომ შენით შევიცანი - ჩემი "რაობა"
ნუ მიმატოვებ.....
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<