ღმერთო შეგთხოვ გულით ამ გულს გულიანად გაუგო, ალერსით და მოფერებით ტკივილები გაუქრო. მაშინ ფერი ვარდის მათაც აღარ დაუბინდდებათ, რადგან ქალი ლაზია და ნაზი მოვლა სჭირდება.
რადგან ქალი რთველია და ვნებით დაიკრიფება, რადგან ქალი წყაროა და წვეთად დაიწრიტება, შემოდგომის ფოთოლთცვენით ფერიც გაუყვითლდება, მოეფერეთ სანამ ფერი ვარდისფერი იქნება.
ქალი, ქალი, ქალი - მარგალიტის თვალია, დიდების და უკვდავების წმინდა კელაპტარია, ღვთისმშობელი მარიამი - სალოცავი ხატია, ქალი - სამყაროს გვირგვინი, მზე და დედოფალია. |