ათრთოლებულმა მოგხვიეთ ხელები და ვშიშობ რომ ტანი თითებში ჩადნება... თუ ხვდებით რარიგად მეჟრუანტელებით ასეთი კარგი და ასეთი თავნება. არავის არ უთხრათ, ეს ისე, ჩვენთვის ვთქვათ... თქვენთან სიახლოვე იმგვარად მაფეთებს, რომ გული მე ახლაც თვალებში მიფეთქავს და ლავა სისხლისა აწვება საფეთქლებს. საოცრად გიხდებათ ეგ კაბა ცისფერი სათუთი მხრებიდან დაბლა რომ ჩაშლილა ჰა, თქვენი მკლავები და ჩემი კისერი დღეიდან მე უკვე ამ ვალსის ვალში ვარ... ხართ ამბოხებული ნამდვილი ზამბახი, მაგ ცისფერ კაბაში გაშლილხართ ისე რომ... თქვენი დალალები ლოყებზე მეხება და ვგრძნობ რომ ამქეყნად სამოთხე არსებობს... და ვიცი ჰანგები..ტკბილი ფანტელები... კისერზე მაკლია მკლავების არშია... მიყვარხართ... მომწონხართ... მეჟრუანტელებით... დღეიდან მე უკვე ამ ვალსის ვალში ვარ! |