 |
ცარიელ ზღვაზე დამდგარა ნისლები... მართლა ვხედავ თუ გრძნობებით ვიღლები? მზეს, უკვე დამალულს აქ დარჩა სხივები, მთვარეს უსახსოვრა, ადვილად მიხვდები. მთვარე კი, მოგორავს ყინულის ფიქრებით... თოლიამ დაკრიფა წითელი სხივები, მთვარესთან მიფრინავს, მე შურით ვივსები, ჩვენზე ლამაზად ცხოვრობენ ჩიტები. ცხოვრებით დაღლილი აქაც ვერ ვმშვიდდები, დაჭიმული მაქვს გონების მშვილდები, კვლავ დაიზრდებიან ალგეთის შვილები, კვლავ ამღერდებიან შოთაის გმირები. ტალღები უკრავენ გრძნობების სიმებზე, არ მაცდის ვიფიქრო რამეზე, ვინმეზე. ბრძოლაში დაღუპულ ვაჟკაცებს ვიხსენებ, მათსავით უკვდავებას ნეტავ მეც ვიგემებ? სისხლის ყივილით სამშობლოს საზღვარზე, თითები შეხორცდა სატევრის ვადაზე, ტყვიებით დაჩეხილს დამდებენ ნაბადზე, დამასვენებენ მთის ლურჯ კალთაზე. ისევ არ მასვენებს კითხვები ლანდებზე, მე, ამბავს მითხრობდნენ წარსულთა ანდერძზე. ძმადნაფიცებთან ვიმღერებ ლაღ მთებზე, ცეკვით დავიღლი მგლის მუხლებს სალ კლდეზე. აფხაზურს შევაგდებ ენგურის ტალღებზე, ვიმღერებ გმირებზე, ქართველ ქალებზე, ვაჰმე, ქალებზე, დამბნიდავ თვალებზე, გრძნობების ამშლელზე, ვნებების ამწყვეტზე. ..... ზღვა არის ასეთი, მღელვარე, მგზნებარე, რამდენ ფიქრს აგიშლის და რამდენ წყებაზე, ტალღები უკრავენ გრძნობების სიმებზე, არ მაცდის ვიფიქრო რამეზე, ვინმეზე! |