შენი ტუჩების ფერი აქვთ ალუბლებს
სიმწიფის ფაზაში წითლად რომ სკდებიან,
ამაყად დადიხარ ქალწულთა აღლუმზე
მე კი ლექსებს გიძღვნი, გადმოღვრილს მკერდიდან.
შენი ტუჩების ფერი აქვთ ალუბლებს,
ურცხვად რომ მიმზერენ, სკდებიან ვნებისგან,
ვისაც არ უყვარხარ მოვითხოვ დადუმდეს!
და ვითხოვ სიცოცხლეს, შენს გვერდით, ზეცისგან.
ახლა ზაფხულია შენსავით მხურვალე
მე კვლავ ვაკვირდები მზით გამთბარ პეიზაჟს:
შენი ტუჩების ფერი აქვთ ალუბლებს
სიმწიფის ფაზაში წითლად რომ სკდებიან. |