წვიმა ოცნებას გაიტაცებს ზღვისფერ ტალღებში და მერე ისევ მოგონებებს წლები გაჰყვება... დაგრჩება მხოლოდ სინანულის ცრემლი თვალებში, მაგრამ ეს ცრემლიც სინანულის მალე გაქრება. წვიმის წვეთები წალეკავენ ყველა ნაკვალევს, დაღრუბლულ მანდილს დააფენენ ღამის ოცნებას, უმანკოება გაიკეთებს ფერად სათვალეს და ეს ცხოვრება შავ-თეთრებში უხმოდ მოკვდება. უხმოდ მოკვდება ყველასაგან დავიწყებული, როგორც ფოთლები გაგიჟებულ ქართა თარეშში და მხოლოდ წვიმის სურნელებით ატირებული თავბრუს დამახვევს გაბუტული მთვარის ალერსი... |