მენატრები მოდი მაგრად ჩამეხუტე, ანდაც თმებში ჩამებნიე იასამნად, ან იქნება აჯობებდეს, არ მოხვიდე და სიგიჟით დავემსგავსოთ მიუსაფარს.
ამოვკაწროთ სურვილების მინანქარი, ცხელ სუნთქვაში გადავიდნოთ ვენებისგან, სისხლის გემო გადავცვალოთ ბაგეებით, რომ გაჩერდეს ყველა წამი სიტყვებისგან.
სხეულებზეც სუნთქვა მჭიდროდ შემოვიკრათ, რომ რიტმული გულისფეთქვა კვლავ დაგვერღვეს. ერთმანეთით წავიკითხოთ ეს სამყარო და თვალებზე, გადავცვალოთ ყველა სარკე.
ყველა ფერი თაფლისფერში ამოვავლოთ, ვნებას მივცეთ მისამრთი- ყელის ძარღვი, იქ დარჩება ტუჩები და ცხელი სუნთქვა და ცხოვრებაც აქ იწყება უკვე ნაღდი.
მენატრები,მოდი მაგრად ჩამეხუტე, ანდაც თმებში ჩამებნიე იასამნად. მეშინია სიყვარულის და ეს შიშიც, არ დამტოვებს შენს თვალებში მიუსაფარს |